ვისთვის და რატომ არის “Viaderm Skin” სწორი არჩევანი?!

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს – ეს ფრაზა უცხო არავისთვის არის და ძირითადად ვამბობთ მაშინ, როცა საკუთარ თავს გარკვეულ შეზღუდვებს ვუწესებთ და ამის გამართლებას  სილამაზეზე ზრუნვით ვცდილობთ.

დიახ, მას სჭირდება გაფრთხილება, მაგრამ ხშირად ჩვენს მიერ ჩატარებული “ექსპერიმენტები” სულაც არ არის მისი შენარჩუნებისკენ მიმართული. მთავარი არ არის სწრაფი ეფექტი, მთავარი შედეგია, რომელიც ხანგრძლივობით იზომება.

სილამაზეზე შენშია! კანის დაბერებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს და მათ შორის არის სტრესი და უძილობა, ნიკოტინისა და ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, სოლარიუმი, არაჯანსაღი საკვები და ხანგრძლივი დიეტა.  ამასთანავე კანის სიჯანსაღეზე უარყოფითად აისახება ალერგიური რეაქციები,  ჰორმონალური დარღვევები, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, ჭარბი და უხარისხო კოსმეტიკა, მეტეოროლიგიური ფაქტორები.

სილამაზეზე ზრუნვა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება! თავის მოვლის სფეროს ექსპერტები (კოსმეტოლოგები, დერმატო-ვენეროლოგები) მუდმივად გვირჩევენ, რომ არა მხოლოდ გარეგნულად ვებრძოლოთ დაბერების პროცესს, არამედ შიგნიდანაც, რადგან სიგნალი სწორედ ორგანიზმიდან მოდის. გარეგანი მოხმარების საშუალებები მოქმედებენ სიმპტომურად და ეფექტიც ხანმოკლეა, ჩვენ კი გვჭირდება პრობლემის კერის მიკვლევა და აღმოფხვრა. ამაში გვეხმარება ნუტრიკოსმეტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის საჭირო ნივთიერებებით შევსებას, პირდაპირ მოქმედებს დერმის ღრმა შრეებში და ერთვება პათოლოგიურ მექანიზმებში, შედეგად აღადგენს კანის სტრუქტურას და აქვს ხანგრძლივი ეფექტი. ამიტომ შედეგის გასამყარებლად ის კომპლექსურ თერაპიაშიც რეკომენდებულია.

გაანათე!  ნუტრიკოსმეტიკა “Viaderm Skin – კანის სილამაზე” (წარმოდგენილია 30 კაფსულიანი შეფუთვით და 2018 წლის ივნისიდან საქართველოში შემოვა მისი 60 კაფსულიანი შეფუთვა) არის  ერთადერთი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, კოენზიმ Q10-სა და ფურისულას ზეთის უნიკალურ და უანალაგო კომბინაციას – ნივთიერებებს, რომლებიც კანისთვის ახალგაზრდობის შენარჩუნებას განაპირობებენ. ფურისულას ზეთი კვებავს კანს შიგნიდან, ადვილად აღადგენს კოლაგენს და ელასტინს, ამცირებს ანთებით გამონაყარს აკნესა და დერმატიტების დროს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, კანის დატენიანებას  და რეგენერაციას, აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს, მატებს ელასტიურობას და  იცავს ნაოჭებისაგან.  შესაბამისად, Viaderm Skinკოსმეტიკა კაფსულებში, განკუთვნილია მათთვის

  • ვისაც სურს შეანელოს უკვე დაწყებული დაბერების პროცესი
  • ვისაც სიბერის ნიშნები ჯერ არ აქვს, მაგრამ სურს შეინარჩუნოს ჯანმრთელი, ელასტიური და ლამაზი კანი
  • ვინც უვლის კანს და ეძებს სათანადო თერაპიას ხანგრძლივი, დადებითი ეფექტით

“ვიადერმი” – სილამაზის კაფსულები წარმოდგენილია 2 ფორმით – ვიადერმი – კანის სილამაზე, რომელიც კანის დაავადებათა პრევენციულ-სამკურნალო საშუალებაა და ვიადერმი კომპლიტი, რომელიც კომბინირებულად მოქმედებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

ვიადერმის ორივედ შეფუთვას გააჩნია ის მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც სხვა საკვები დანამატებისგან – ვიტამინებისა და მინერალებისგან კიდევ უფრო მეტად გამოარჩევს. ვიადერმი არ შეიცავს საფუარს, რის გამოც გამორიცხულია წონაში მატება. პირიქით, მასში შემავალი ინგრედიენტები არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას  და ხელს უწყობს წონის კორექციას.  ნუტრიკოსმეტიკას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა – სილამაზის კაფსულები რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკის ქალბატონისა და მამაკაცისთვის, დასაშვებია ბავშვებში 12 წლიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ვიადერმი 100%-ით მცენარეული ბუნებრივი საშუალებაა, აბსოლუტურად უსაფრთხოა,  მათ შორის  ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვისაც. სწორედ ამიტომ გაიცემა ურეცეპტოდ და მისი მიღება თვითნებურადაც დასაშვებია. (არ გამოიყენება მხოლოდ ეპილეფისიისა და ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია)

მიღების წესი: რეკომენდებული დღიური დოზა 2 კაფსულა ჭამის შემდეგ – კურსის ხანგრძლივობა 1-2 თვე,  წელიწადში 2-ჯერ.

ჰიალურონის მჟავა – არის მაღალმოლეკულური პოლისაქარიდი, რომელიც  მონაწილეობს ქსოვილებში სითხის ტრანსპორტირებასა და გადანაწილებაში. პირდაპირ მოქმედებს უჯრედის მეტაბოლიზმზე და რეგენერაციის პროცესებზე. ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, რომელიც პასუხისმგებელია კანის ელასტიურობასა და სიმკვრივეზე.

ფურისულას ზეთი – მდიდარია E ვიტამინით (ცნობილია როგორც „ახალგაზრდობის ვიტამინი“), ასევე ცხიმოვანი მჟავებით (ძირითადად ლინოლენის მჟავა), რომლის უკმარისობაც იწვევს კანის გამოშრობას, მგრძნობელობის მომატებას და ანთებით პროცესებს. ფურისულას ზეთი გამოიყენება მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად.  გააჩნია მკვებავი, დამარბილებელი და დამატენიანებელი მოქმედება. ის სწრაფად აღადგენს კანის სტრუქტურას და უნარჩუნებს ოპტიმალურ სინოტივეს. გააჩნია სწრაფი რეგენერაციის უნარი ფსორიაზის, ეგზემის და სებორეის დროს. ახდენს მკვდარი ქსოვილების პილინგს და კანს მატებს სიგლუვესა და ბზინვარებას.

სილიციუმი – მიკროელემენტი ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილების სიმკვრივეს და გამძლეობას, რაც არის კანის, თმის  და ფრჩხილების  ძირითადი საყრდენი. სილიციუმი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია კანის ტურგორისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. სილიციუმი აქტიურად მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, რაც განაპირობებს კანის ელასტიურობას, თმის და ფრჩხილების ჯანსაღ სტრუქტურას.

კოენზიმ Q10 (უბიქინონი) – ცნობილი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს  უჯრედებს დაბერებისაგან.

7+