ვისთვის და რატომ არის “Viaderm Complete” სწორი არჩევანი?!

სილამაზეზე ზრუნვა იწყება სხეულის ჯანმრთელობაზე ზრუნვით – სწორედ ამ მიდგომაზე არის დაფუძნებული ნუტრიკოსმეტიკის შექმნის იდეაც.  ძველ ეგვიპტეში საკვებს ხშირად გამოიყენებდნენ ისეთ პრობლემებთან საბრძოლველად, როგორიც არის მაგალითად აკნე, დერმატიტი, კანის სიმშრალე, გამონაყარი, თმის ცვენა და სხვა ბევრი გარეგნობასთან, სილამაზესთან დაკავშირებული პრობლემა. ნუტრიკოსმეტიკის ინდუსტრია სულ უფრო ვითარდება, ძალიან პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში და ახლა უკვე საქართველოშიც იმკვიდრებს ადგილს.

პირველი ნუტრიკოსმეტიკური საშუალება “ვიადერმი” ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე დაახლოებით 2 წლის წინ გამოჩნდა და აღიარება მოიპოვა – მას სილამაზის კაფსულები უწოდეს.  თავის მოვლის სფეროს ექსპერტები მუდმივად გვირჩევენ, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია მივაკვლიოთ მის კერას და დავიწყოთ მასთან ბრძოლა, სხვა შემთხვევაში, გამაჯანსაღებელ-კოსმეტოლოგიური პროცედურებისა და კოსმეტიკური კრემებისგან მიღებული შედეგი ხანმოკლეა.

“ვიადერმი” – კოსმეტიკა კაფსულებში წარმოდგენილია 2 ფორმით – ვიადერმი კომპლიტი, რომელიც კომბინირებულად მოქმედებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ვიადერმი – კანის სილამაზე, რომელიც კანის დაავადებათა პრევენციულ-სამკურნალო საშუალებაა.

ამ პოსტში Viaderm Complete-ზე ვისაუბრებთ, რომელიც განკუთვნილია მათთვის

  • ვისაც აწუხებს თმის ცვენა ან აქვს დასუსტებული, უსიცოცხლო და მბზინვარებას მოკლებული თმა, რადგან Viaderm Complete ხელს უშლის თმის გაუწყლოვნებას, აჩერებს თმის ცვენის პროცესს და ხელს უწყობს ზრდის პროცესს, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, მატებს სიმკვრივეს და ბუნებრივ ბზინვარებას. ხელს უწყობს ქერტლის, ქავილის და სებორეის გაქრობას.
  • ვისაც აქვს მტვრევადი ან დაყოფილი ფრჩხილები, ან აღენიშნება თეთრი ლაქები (ლეიკონიქია), რადგან Viaderm Complete ახდენს მათ გამაგრებას, იცავს მტვრევადობისგან და ფრჩხილის ზედაპირის აშრევებისგან.
  • ვისაც სურს გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად და შეაჩეროს დაბერების პროცესი, რადგან Viaderm Complete-ში შემავალი ფურისულას ზეთი კვებავს კანს შიგნიდან, ადვილად აღადგენს კოლაგენს და ელასტინს, ამცირებს ანთებით გამონაყარს აკნესა და დერმატიტების დროს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, კანის დატენიანებას  და რეგენერაციას, მატებს ელასტიურობას და  იცავს ნაოჭებისაგან.

მის მიმართ ლოიალურობას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი განაპირობებს – ძირითადად საკვები დანამატები, მაგალითად ვიტამინები და მინერალები, აძლიერებენ ჭამის მადას. ვიადერმი არ შეიცავს საფუარს, რის გამოც გამორიცხულია წონაში მატება, პირიქით, მასში შემავალი ინგრედიენტები არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას  და ხელს უწყობს წონის კორექციას.  ნუტრიკოსმეტიკას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა – Viaderm Complete რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკის ქალბატონისა და მამაკაცისთვის, დასაშვებია ბავშვებში 12 წლიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ვიადერმი 100%-ით მცენარეული ბუნებრივი საშუალებაა, აბსოლუტურად უსაფრთხოა,  მათ შორის  ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვისაც. სწორედ ამიტომ გაიცემა ურეცეპტოდ და მისი მიღება თვითნებურადაც დასაშვებია. (არ გამოიყენება მხოლოდ ეპილეფისიისა და ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია)

მიღების წესი: რეკომენდებული დღიური დოზა 2 კაფსულა ჭამის შემდეგ – კურსის ხანგრძლივობა 1-2 თვე,  წელიწადში 2-ჯერ.

ფურისულას ზეთი – მდიდარია E ვიტამინით (ცნობილია როგორც “ახალგაზრდობის ვიტამინი”),  ასევე ცხიმოვანი მჟავებით, (ძირითადად ლინოლენის მჟავა), რომლის უკმარისობაც იწვევს კანის გამოშრობას, მგრძნობელობის მომატებას და ანთებით პროცესებს. ფურისულას ზეთი გამოიყენება მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად.  გააჩნია მკვებავი, დამარბილებელი და დამატენიანებელი მოქმედება. ის სწრაფად აღადგენს კანის სტრუქტურას და უნარჩუნებს ოპტიმალურ სინოტივეს. გააჩნია სწრაფი რეგენერაციის უნარი ფსორიაზის, ეგზემის და სებორეის დროს. ახდენს მკვდარი ქსოვილების პილინგს და კანს მატებს სიგლუვესა და მბზინვარებას.

ბიოტინი (ვიტ H) მას სილამაზის ვიტამინს უწოდებენ. გამოიყენება თმის ცვენის საწინააღმდეგოდ და ფრჩხილების    ჯანსაღი  ზრდისათვის. გააჩნია ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის გაჯანსაღება – გაახალგაზრდავებაში.  კურნავს სებორეას, ეგზემას და დერმატიტებს.

ნიაცინი (ვიტ B3) ნიკოტინის მჟავა – აუმჯობესებს  თავის კანის სისხლით მომარაგებას სისხლძარღვების გაფართოვების ხარჯზე  და  აჩქარებს  თმის ამოსვლის პროცესსა და  სიხშირეს.

სპილენძი (Cu)  – ბიოაქტიური მიკროელემენტი. აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმისათვის აუცილებელი ცილებისა და ფერმენტების შენებასა და უჯრედებისა და ქსოვილების ზრდა- განვითარებაში. ხელს უწყობს ორგანიზმში  ამინომჟავას (თიროზინის) სრულ ათვისებას, რაც განაპირობებს კანისა და თმის ჯანსაღ ფერს. ამასთანავე, სპილენძი იცავს კანს ნაადრევი დაბერებისაგან .

რეტინოლი (ვიტ A) – მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანისა და ლორწოვანი გარსების ეპიტელიზაციის პროცესში. ზრდის ეპითელურ უჯრედებში მიტოზების რიცხვს. გამოიყენება კანის დაზიანებებისა  და დაავადებების  (იქთიოზი, პუსტულარული დერმატიტი, ფოლიკულური დისკერატოზი, ტროფიკული წყლული, ეგზემის ზოგიერთი ფორმა) რთულად შეხორცებადი ჭრილობების, მოყინვის და დამწვრობის დროს.

მეთიონინი – მიეკუთვნება შეუცვლელ ამინომჟავებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში  ზრდის  პროცესისა და ზოტური წონასწორობის  შესანარჩუნებლად. უზრუნველყოფს ქოლინის, აცეტილქოლინის, ფოსფოლიპიდების სინთეზს. ვინაიდან ქოლინი არის ლიპოტროპული ფაქტორი, მეთიონინი აქტიურად გამოიყენება კანის ფოსფოლიპიდური დარღვევების დროს (პიგმენტური ლაქების დროს).  ეფექტურია კანის კოსმეტიკური დეფექტების დროს, როგორიც არის ღვიძლის დაავადებებით გამოწვეული პრობლემები და კანის  ცხიმოვანი ცვლის დარღვევა (ვარდისფერი როზაცეა, აკნე და დერმატიტები). ასევე  გამოიყენება ფოტოდერმატიტების და თმის ცვენის სამკურნალოდ, კანის რეგენერაციის და რეპარაციის დასაჩქარებლად.

სილიციუმი (Si) – მიკროელემენტი ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილების სიმკვრივეს და გამძლეობას, რაც არის კანის, თმისა  და ფრჩხილების  ძირითადი საყრდენი. მნიშვნელოვანი მიკროელემენტია კანის ტურგორისა  და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. სილიციუმი აქტიურად მონაწილეობს  კოლაგენის სინთეზში, რაც განაპირობებს კანის ელასტიურობას, თმის და ფრჩხილების ჯანსაღ სტრუქტურას.

თუთია (Zn) – მაგიური მიკროელემენტი, წარმოადგენს ბიოკატალიზატორს  300-ზე მეტი ენზიმისათვის. თუთიის მარაგზე არის დამოკიდებული კანისა და თმის ჯანსაღი სტრუქტურა და სილამაზე. მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების სინთეზში და ზემოქმედებს ქსოვილების რეგენერაციაზე. თუთია არეგულირებს ჰორმონალურ ბალანს და ხელს უწყობს კანშიდა ნივთერებების გამომუშავებას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ვულგარული აკნეს განვითარებას.

ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტE) – მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, აუმჯობესებს ესტროგენების გამომუშავებას, რაც განაპირობებს ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას და სილამაზეს. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში. ამცირებს  კაპილარების მომატებულ განვლადობას  და მსხვრევადობას. ვიტამინი E ქალური სილამაზის საწინდარია – აღადგენს  კანის ბუნებრივ ფერს, ელასტიურობას და იცავს დაბერებისაგან.

15+