მანახე შენი ფრჩხილები და გეტყვი ვინ ხარ შენ!

ფრჩხილებს მხოლოდ ესთეტიური დატვირთვა არ აქვს, წარმოადგენს ორგანიზმის სარკეს. ისინი ყველაზე სწრაფად გვამცნობენ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. ამიტომ კარგად დავაკვირდეთ მათ, რათა არ გამოგვეპაროს არც ერთი სიგნალი, რომელიც ორგანიზმიდან მოდის.

  • მოლურჯო ფრჩხილები ხშირად მიგვანიშნებენ, რომ ჟანგბადის მიწოდება შეფერხებულია და ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ფილტვის პრობლემები, ან გულის ზოგიერთი დაავადება
  • მოთეთრო ფრჩხილებს ხშირად ღვიძლის დაავადებებს მიაწერენ, თუმცა ნუ შეშინდებით, თეთრი ფრჩხილები აუცილებლად ჰეპატიტის მაუწყებელი არ არის
  • ფრჩხილების გაყვითლების მიზეზი შეიძლება იყოს თამბაქოს მოწევა, უხარისხო ლაქის გამოყენება (საზიანოა მათში შემავალი ნივთიერება ფორმალდეგიდი), შინაგანი ორგანოების პრობლემები, ან სოკო

თხელი და მტვრევადი ფრჩხილები პროცენტულად უფრო მეტ ადამიანს აწუხებს. ეს პრობლემა სხვადასხვა ვიტამინების, მინერალებისა და მნიშვნელოვანი კომპონენტების დეფიციტზე მიგვანიშნებს. გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, ან ორგანიზმში მიმდინარე სხვა პათოლოგიური პროცესებიც იყოს. ამ პრობლემას ხშირად თან ახლავს თეთრი ლაქები, ხაზები, ან ზრდის შეფერხება.

ხშირად, ფრჩხილების სტრუქტურის დარღვევას ორგანიზმში კოლაგენისა და ელასტინის დეფიციტი განაპირობებს. გვახსოვდეს, რომ ფრჩხილებს სჭირდება გამოკვება და მათთვის აუცილებელი ნივთიერებების მიღება შესაძლებელია როგორც საკვებით, ისე ნუტრიკოსმეტიკით. (“ვიადერმი კომპლიტი” მონაწილეობს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზში და უბრუნებს ჩვენს ფრჩხილებს სიმტკიცეს გრძელვადიანი ეფექტით).

ფრჩხილების მოვლა და მათი გალამაზება უფროდაუფრო პოპულარული ხდება: დაგრძელება, შილაკი და გელ-ლაქი უცხო არავისთვისაა, თუმცა ჩვენი მოუცლელობისა თუ სიზარმაცის გამო, ხშირად ხდება დაგრძელებული ფრჩხილების სახლის პირობებში აძრობა და შილაკის თვითნებურად მოშორება, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ფრჩხილებს.
მაქსიმალურად მოერიდეთ მათ დაზიანებას მექანიკური პროცესებით, მათ შორის ქლიბის არასწორ გამოყენებას, ნუნების უხეშად მოშორებას, აცეტონის მაღალი კონცენტრაციის მქონე საშუალებების, ასევე დაბალხარისხიანი დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებას.

ჩვენი წინა პოსტებიდან, თქვენ უკვე იცით, ჩვენი სილამაზისთვის რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება და წყლის რაციონის შევსება, ძილის რეჟიმის მოწესრიგება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერი – თავი დაანებეთ მოწევას, ისეირნეთ ფეხით და არ დაგავიწყდეთ ექიმთან კონსულტაციაც, რადგან ხშირად, ფრჩხილები ორგანიზმში დაწყებულ არასასურველ პროცესებზე მიგვანიშნებენ.

2+
2017-06-15T22:34:51+04:0031.05.2017|ფრჩხილები|