თიკა ჯამბურია: “ქალის სილამაზე მის ბუნებრიობაშია”

სილამაზეს ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს: ზოგისთვის ის სხეულის პარამეტრებით და ნაკვთებით იზომება, ზოგისთვის კი, იდეალური გარეგნობის ე.წ. “შაბლონები” არაფერს ნიშნავს და უპირატესობას ბუნებრიობას და შინაგან მომხიბვლელობას ანიჭებს. სწორედ ამ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება ჩვენი დღევანდელი სტუმარიც. “ბლოგი სილამაზის შესახებ” წარმოგიდგენთ  ბლიც ინტერვიუს თიკა ჯამბურიასთან:

რას ნიშნავს თქვენთვის სილამაზე და რა ასაკიდან დაიწყეთ თავის მოვლა?

ვფიქრობ, მთავარი შინაგანი ხიბლია, ადამიანი თავისუფალი და ლაღი უნდა იყოს. არ მიყვარს 18 წლის გოგონები ბოტოქსს რომ იკეთებენ, ქალის სილამაზე მის ბუნებრიობაშია და ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბუნებრივი სილამაზე რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ. დღემდე ვცდილობ, იშვიათად ვიარო კოსმეტოლოგთან და თავი ავარიდო ჩხვლეტებს.

რა პროცედურებს მოიცავს თქვენთვის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა?

მე მთელი ცხოვრება ასეთი ტრადიცია მაქვს: თვეში ერთხელ ვსვამ მხოლოდ ნატურალურ წვენებს და ასე ვიწმენდ ორგანიზმს.

რას ფიქრობთ ნუტრიკოსმეტიკაზე და ხართ თუ არა “ვიადერმის” მომხმარებელი?

გარკვეული ასაკიდან ვგეგმავ ნუტრიკოსმეტიკის მიღებას, წინ კიდევ ოთხი წელი მაქვს.

თუ გქონდათ კანის, თმის ან ფრჩხილების პრობელმა და როგორ მოაგვარეთ?

ერთი პერიოდი, ხშირად ვიღებავდი თმას და დამეწვა. ახლა ჩემი ბუნებრივი ფერი დავიბრუნე და ხელს აღარ ვკიდებ.

როგორ ფიქრობთ, რა არის ის მინიმუმი, რაც ყველა ადამიანმა უნდა გააკეთოს საკუთარი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის?

აუცილებელია მოწესრიგებული გვქონდეს ფრჩხილი, თმა და სახის კანი. ვფიქრობ, რომ ამისთვის აუცილებელია ჯანსაღი კვება და ვარჯიში.

2+