როგორ დავმალოთ უძილობა და დაღლილობა

თვალები ჩვენს გარეგნობაზე იმაზე მეტს მეტყველებენ, ვიდრე წარმოგვიდგენია. მნიშვნელობა არ აქვს გვიანობამდე ვმუშაობთ, მთელი ღამე ვერთობით თუ ვმეცადინეობთ -უძილობა და დაღლილობა ჩვენს გარეგნობაზე/გამომეტყველებაზე აისახება. საბოლოოდ, მიუხედავად ამისა, ყველა ქალბატონის მთავარი მიზანია გამოიყურებოდეს მხნედ და დასვენებულად.

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, თუ როგორ მივაღწიოთ ამ შედეგს გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად.

გაიმკვრივეთ კანი თვალების ირგვლივ – 5 წუთის განმავლობაში დაიდეთ თვალებზე შავი ჩაის შეგრილებული პაკეტები.

მეტალის კოვზები საყინულეში დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში, დაიდეთ ისინი თვალებზე ან კოვზის ამობურცული ნაწილით პატარა მასაჟი ჩაიტარეთ თვალის გარშემო (შიგნითა მხრიდან საპირისპირო მხარეს). ცივი ტემპერატურა თვალების ირგვლივ შეშუპებული კანის დამშვიდებაში დაგეხმარებათ.

როგორც წესი, წინა დღეს თუ ზედმეტი ალკოჰოლი მივიღეთ, დილით შეშუპებულები ვიღვიძებთ. ამის თავიდან ასარიდებლად ერთი პატარა რჩევა გვაქვს: ყოველ ერთ ჭიქა კოქტეილზე მიირთვით ერთი ჭიქა წყალი. ეს ალკოჰოლის ზემოქმედებას შეასუსტებს.

აუცილებლად შეამცირეთ მარილის დღიური დოზა, რადგან ის ორგანიზმში აკავებს სითხეს, ხელს უწყობს შეშუპებას და მისი დიდი რაოდენობით მიღება ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი.

თვალების ირგვლივ თხლად დაჭრილი კარტოფილი დაიდეთ. მის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს შეუძლია კანის გაღიავება და სიშავის მოშორება. კარტოფილის თხელი ფენა შეგიძლიათ დაიდოთ თვალებზეც. პროცედურა კვირაში ორჯერ უნდა ჩაიტაროთ და დაახლოებით 10 წუთს უნდა გაგრძელდეს. შედეგი მართლაც თვალსაჩინო იქნება.

გააკონტროლეთ რას სვამთ დღის განმავლობაში, დალიეთ რაც შეიძკლება მეტი წყალი და მიიღეთ ნაკლები კოფეინი.

თვალების ირგვლი სიშავის განეიტრალების ყველაზე მარტივი და სწრაფი ხერხი არის კონსილერი. შეარჩიეთ მოყვითალო ტონის კოსმეტიკური საშუალება, რომელიც წამებში მოგანიჭებთ დასვენებულ იერს. ძალიან ეფექტურია ფერით „თამაშიც“ – ქვედა ქუთუთოზე წაისვით ატმისფერი ლაინერი, ხოლო თვალის შიდა კუთხეში კი ძალიან ღია ოქროსფერი ჰაილაითერი. ეს პატარა ხრიკი კარგად დასვენებულის და გამოძინებულის იერს მოგანიჭებთ.

17+