ცხიამინი კანი პრობლემა არ არის

კანი ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა და მას გაცილებით რთული სამუშაოების შესრულება უწევს, ვიდრე წარმოგვიდგენია. მისი მოვლაც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. იმისათვის, რომ ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდეთ, არ უნდა დაგვეზაროს სახის კანზე ზრუნვა – პირველ რიგში კი უნდა ვიცოდეთ, თუ რა ტიპის კანი გვაქვს და რა სჭირდება მას.

ამ პოსტში ცხიმიან კანზე ვისაუბრებთ.

თუ ხშირად გაწუხებთ გამონაყარი, ფორებიც შესამჩნევია და ფერიმჭამელებიც ნაცნობი პრობლემაა თქვენთვის, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ტიპის კანი გაქვთ, რომელიც მთელს სხეულზე საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და გაფრთხილებას. როცა საქმე ეხება სახის კანს, ნებისმიერი პრობლემა მტკივნეულად აღიქმება, მით უფრო, რომ ცხიმიანი კანისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია აკნე – ჭარბი გამონაყარი როგორც სახის, ასევე ზურგისა და მკერდის მიდამოებში.

გახსოვდეთ, მიუხედავად იმისა, იყენებთ თუ არა მაკიაჟს, სახის გასუფთავება და დაბანა ჩვენი ყოველდღიური მოვალეობაა. ამიტომ რამდენიმე რჩევას მოგცემთ:

  • კანის გასუფთავება ფრთხილად და დელიკატურად უნდა მოხდეს. დაბანისას სპეციალური, ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი ნეიტრალური PH-ის მქონე საშუალებები გამოიყენეთ
  • სახის დაბანა/გაწმენდა სასურველია დღეში ერთხელ ან ორჯერ. ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით. თუ კანზე ანთებითი გამონაყარი არ აღინიშნება, კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიმართეთ ექსფოლიაციას (სკრაბირება), რაც ძალიან კარგ ეფექტს მოგცემთ
  • ძილის წინ აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი (განსაკუთრებით თვალების ირგვლივ). მაკიაჟით დაძინება ქრონიკულ ანთებასა და კანის გაღიზიანებას იწვევს, ეს კი დიდ ზიანს გვაყენებს – შლის უჯრედგარე მატრიქსს, რომელიც კანის ელასტიურობასა და მბზინვარებას უზრუნველყოფს
  • აუცილებელია ულტრაიისფერი სხივებისგან თავის დაცვა. ცხიმიანი კანის შემთხვევაში, სპეციალური ემულსიები და ნაკლებად ცხიმიანი საცხები უნდა გამოვიყენოთ. რაც უფრო ღია ფერისაა კანი, მით უფრო მაღალი SPF უნდა ჰქონდეს მზისგან დამცავ საშუალებას
  • ყურადღება მიაქციეთ კვებას! მოერიდეთ ცხიმიან, შემწვარ და ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს. ეცადეთ, დიდი რაოდენობით არ მიიღოთ ცხოველური ცხიმების შემცველი პროდუქტები
  • კანის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია მისი ღრმა შრეების გაჯანსაღება. ორგანიზმში დარღვეული მიკროელემენტების ბალანსის აღდგენისთვის გამოიყენეთ ნუტრიკოსმეტიკა ვიადერმი, რომელიც თქვენს კანს ელასტიურობას, ერთფეროვან და ჯანსაღ იერ-სახეს დაუბრუნებს; დაგიცავთ ანთებითი და არაანთებითი გამონაყარისგან; უზრუნველყოფს არსებული გამონაყარის სწრაფ ალაგებას და მის შემდგომ დარჩენილი ნაწიბურებისა და ლაქების კუპირებას.

ამ თემას კიდევ მივუბრუნდებით. თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ – ცხიმიანს კანსაც აქვს თავისი დადებითი მხარე: იგი ნაკლებად მიდრეკილია ადრეული დაბერებისა და ნაოჭების წარმოქმნისაკენ. ასე რომ, მოუარეთ მას, გაუფრთხილდით და დატკბით თქვენი გლუვი კანითა და სილამაზით.

0
2017-05-31T03:42:24+04:0031.05.2017|კანი|