რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს მაკიაჟმა ვარჯიშის დროს

თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ სპორტდარბაზში, აუცილებლად შეამჩნევდით გოგონებს, რომლებიც ვარჯიშის დროსაც ვერ ამბობენ უარს მაკიაჟზე. ცოტამ თუ იცის, რომ სახეზე დატანილმა დეკორატიულმა კოსმეტიკამ (ნებისმიერი დოზით) დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს ჩვენს კანს. ოფლის გამოყოფა ორგანიზმს გადახურებისგან იცავს და სხვადასხვა არასასურველი ნივთიერების გამოდევნაში გვეხმარება. მაკიაჟი კი უბრალოდ ხელს უშლის ამ ნივთიერებების გამოყოფას. მეტიც, ტონალურის ფენის ქვეშ დაგროვილმა [...]

დავით ავაზაშვილი: სირბილის დროს ვენები პიკურ დატვირთვას განიცდიან

სიმძიმე ქვედა კიდურებში, წვის ან ტკივილის შეგრძნება, ფეხების შეშუპება... ეს სიმპტომები მიგვანიშნებს, რომ ვენური დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფში ვართ. როგორც წესი, ტემპერატურის მატებასთან ერთად პრობლემაც მწვავდება. ვენური დაავადებების აღმოცენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორი დიდხანს დგომა/ჯდომა და ჭარბი წონაა. იგი მოსახლეობის 15 %-ს აწუხებს. ვენების ვარიკოზული გაგანიერება არ არის მხოლოდ ტკივილი და დისკომფორტი ქვედა კიდურებში, ეს არის კოსმეტიკური [...]

ნინო სუბელიანი: “სატრენაჟორო დარბაზში დახარჯული დრო გაცილებით მომგებიანია ვიდრე არაჯანსაღი ცხოვრების წესით გამოწვეული პრობლემები”

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავის მოვლა მხოლოდ კარგი მაკიაჟი და ძვირადღირებული კრემები ჰგონიათ. ისეთებიც არსებობენ, ყველანაირ კოსმეტიკურ საშუალებებზე უარს რომ ამბობენ. თუმცა, თავის მოვლა ფართო ცნებაა და კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს. ბევრი ამას კარგად იაზრებს და არც ძვირფასი დროის საკუთარ თავისთვის დახარჯვა ენანება. ნინო სუბელიანი ამ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება. ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობს, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების [...]

დამცავები, რომლებიც დაგეხმარებათ იდეალური რუჯის უსაფრთხოდ მიღებაში

ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, გარდერობში სქელ ტანსაცმელს სარაფნები და ღია ტანსაცმელი ანაცვლებს, ხოლო აუზებზე და ზღვის სანაპიროზე რუჯის მოყვარულთა რიცხვი მატულობს. რამდენადაც მომხიბვლელია გარუჯული სხეული, იმდენად სახიფათოა ულტრაიისფერი სხივების კანზე ზემოქმედება. მზის აბაზანების გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს უჯრედების - კერატონოციტების დაბერება, დნმ-ის სტრუქტურის რღვევა და შედეგად, ამ უჯრედების კვდომა. თუ ფიქრობთ, რომ მზისგან დამცავი კრემი მხოლოდ გარუჯვისას [...]

ვარიქსინალი – ბუნებრივი, კომპლექსური მიდგომა ქრონიკული ვენური დაავადებების მკურნალობისა და პრევენციისთვის

ფეხების შეშუპება, წვის, სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნება ზაფხულის  მოახლოებასთან ერთად უფროდაუფრო შემაწუხებელი ხდება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, შექმნილ დისკომფორტს ყურადღებას არ ვაქცევთ და ცხელი სეზონისთვის დამახასიათებელ პროცესად ვაფასებთ. სინამდვილეში კი აღნიშნული სიმპტომების გამოვლინების დროს, საქმე გვაქვს ქრონიკულ ვენურ დაავადებასთან, სადაც ცხელი სეზონი დაავადების პროგრესირების ხელშემწყობი ხდება.  პრობლემა ფართოდ გავცელებულია მთელ მსოფლიოში და სტატისტიკის მიხედვით 10-დან 8 [...]

ქოქოსის ზეთი და კარაქი – სილამაზის ჯადოსნური ინგრედიენტი

გაგიკვირდებათ, მაგრამ ცხოვრების განმავლობაში, ქოქოსის კარაქი ან ზეთი, სავარაუდოდ, უკვე ბევრჯერ გაქვთ გამოყენებული როგორც კოსმეტიკური საშუალება. ამის მიზეზი კი ის ჯადოსნური და ბევრისთვის უცნობის თვისებებია, რომელიც ამ პროდუქტს გააჩნია. იმის გამო, რომ ქოქოსს გააჩნია მადისაღმძვრელი სუნი და აქვს ინტენსიური დატენიანების თვისებები, მას აქტიურად გამოიყენებენ კოსმეტიკურ საშუალებებში, როგორიც არის ტუჩსაცხი, ტანის ლოსიონი და ა.შ. შევეცდებით, ჩამოგითვალოთ [...]

ნახეთქები ქუსლებზე და მისი გამომწვევი მიზეზები

კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა და მასზე ზრუნვა მხოლოდ სახის მოვლას არ გულისხმობს. გაუხეშებული კანი, ნახეთქები ქუსლებზე - უსიამოვო შეგრძნება და მარტივი კოსმეტიკური პრობლემა შესაძლოა მნიშვნელოვან გართულებად იქცეს. იგი თავს იჩენს როდესაც კანი გამომშრალი, გამაგრებული და აქერცლილია. ზოგჯერ ნახეთქები იმდენად ღრმაა, რომ შესაძლოა მცირე სისხლდენა და ტკივილიც ახლდეს თან. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ადამიანები, [...]

დეტოქს სასმელები – ჯანსაღი განტვირთვა ორგანიზმისთვის!

ქართველები განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ახალ წელს. უგემრიელესი ქართული კერძები, ბევრი ალკოჰოლი და ტკბილეული (რომელზეც უარის თქმა თითქმის შეუძლებელია), მძიმე დარტყმაა ჩვენი ორგანიზმისთვის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ხანგრძლივი დღესასწაულის შემდეგ ფორმაში ჩადგომისთვის კარგი რჩევა მოგცეთ. დეტოქს დიეტები და სასმელები ბოლო პერიოდის ტრენდად იქცა. სხვა დიეტებისგან განსხვავებით, ისინი არ ფიტავენ ორგანიზმს, პირიქით, ამარაგებენ მას საჭირო ვიტამინებით და ათავისუფლებენ ტოქსინებისგან. [...]

როგორ დავიკლოთ წონაში – დიეტოლოგ ლაშა უჩავას რჩევები

ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად უამრავ მეთოდს მივმართავთ; ზოგი სატრენაჟორო დარბაზში ატარებს ძალიან დიდ დროს, ზოგი შიმშილობს; ნაწილი სხვადასხვა გასახდომი ცენტრების ემოციური გზავნილებით იხიბლება, ნაწილი კი საკუთარ წონასა და ჯანმრთელობას პროფესიონალებს ანდობს. როგორც წესი, ნამდვილი შედეგი დაბალანსებული კვებისა და სწორი ფიზიკური დატვირთვის კომბინაციით მიიღება. კვების რაციონის სწორად შერჩევისა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ცნობილი ექიმი-ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა გვესაუბრა: [...]

მასაჟი და დიეტა – იდეალური კომბინაცია იდეალური სხეულისთვის – ინტერვიუ მარი მილორავასთან

სხეულის იდეალური ფორმები და მკვრივი კანი ზოგისთვის ოცნებაა, ხოლო ზოგისთვის მიზანი. შედეგის მისაღწევად მხოლოდ დიეტა საკმარისი არ არის! „ბლოგი სილამაზის შესახებ“  გთავაზობთ ექიმის, კოსმეტოლოგის, ფიტოთერაპევტისა და მასაჟისტის, ქალბატონი მარი მილორავას ძალიან საინტერესო, სასარგებლო ინტერვიუს და რჩევებს: ქალბატონო მარი, მოგვიყევით მასაჟზე და მის მნიშვნელობაზე... მასაჟი - ესაა ფიზიოთერაპიის მეთოდი, რომელიც მექანიკური და რეფლექტორული ზემოქმედებით აჯანსაღებს და [...]

მეტი სილამაზის შესახებ