როგორ დავმალოთ უძილობა და დაღლილობა

თვალები ჩვენს გარეგნობაზე იმაზე მეტს მეტყველებენ, ვიდრე წარმოგვიდგენია. მნიშვნელობა არ აქვს გვიანობამდე ვმუშაობთ, მთელი ღამე ვერთობით თუ ვმეცადინეობთ -უძილობა და დაღლილობა ჩვენს გარეგნობაზე/გამომეტყველებაზე აისახება. საბოლოოდ, მიუხედავად ამისა, ყველა ქალბატონის მთავარი მიზანია გამოიყურებოდეს მხნედ და დასვენებულად. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, თუ როგორ მივაღწიოთ ამ შედეგს გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად. გაიმკვრივეთ კანი თვალების ირგვლივ - 5 წუთის განმავლობაში [...]

თეკო შენკენი: კანი არის ორგანო, რომელიც არასწორ ქმედებებს არ გვპატიობს

პროფესიული წარმატების მთავარი ფორმულა საკუთარი საქმის სიყვარულია. როდესაც პროფესია შემოქმედებით პროცესად იქცევა, თავადაც ბედნიერი ხარ და სხვებსაც აბედნიერებ. ჩვენი რესპოდენტი 12 წელია აკეთებს საქმეს, რომელიც ყველაფერს ურჩევნია. ის, რომ დღეს იგი წარმატებული ვიზაჟისტია ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და საქმისადმი ერთგულების დამსახურებაა. "ბლოგი სილამაზის შესახებ" წარმოგიდგენთ ინტერვიუს თეკო შენკენთან: თავიდან ეს იყო ჰობი, უბრალოდ მომინდა, რომ ვიზაჟი შემესწავლა. [...]

თიკა ჯამბურია: “ქალის სილამაზე მის ბუნებრიობაშია”

სილამაზეს ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს: ზოგისთვის ის სხეულის პარამეტრებით და ნაკვთებით იზომება, ზოგისთვის კი, იდეალური გარეგნობის ე.წ. "შაბლონები" არაფერს ნიშნავს და უპირატესობას ბუნებრიობას და შინაგან მომხიბვლელობას ანიჭებს. სწორედ ამ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება ჩვენი დღევანდელი სტუმარიც. "ბლოგი სილამაზის შესახებ" წარმოგიდგენთ  ბლიც ინტერვიუს თიკა ჯამბურიასთან: რას ნიშნავს თქვენთვის სილამაზე და რა ასაკიდან დაიწყეთ თავის მოვლა? ვფიქრობ, მთავარი შინაგანი ხიბლია, [...]

თამუნა დარჯანია: “კომბინირებული მიდგომით კოსმეტიკური პროცედურების შედეგი გაცილებით ეფექტიანია”

"ვიადერმის" facebook გვერდზე უამრავი შეკითხვა შემოდის კოსმეტოლოგიურ პროცედურებთან და ზოგადად, კანის მოვლასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ კი ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ ეს კითხვები პირდაპირ ეთერში დაესვათ "ტოტალ შარმის" დერმატო-კოსმეტოლოგისთვის, თამუნა დარჯანიასთვის, რომელმაც საინტერესო და სასარგებლო რეკომენდაციები გასცა: ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა თავის მოვლა და ეს ძალიან სასიხარულოა. ყველას უნდა ჰქონდეს უნაკლო კანი, ნაოჭებისა და [...]

თინა ქიტუაშვილი: “ზაფხულის ტემპერატურაზე გადასვლისას მიძინებული დაავადებები აქტიურდებიან”

ცოტა ხნის წინ, „ვიადერმმა“ საკუთარ მომხმარებლებს საშუალება მისცა, მიეღოთ კომპეტენტური პასუხები კანის პრობლემებთან და მის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. Facebook-ის პირდაპირ ჩართვაში ხალხის შეკითხვებს ქალბატონი თინა ქიტუაშვილი პასუხობდა. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი თინა გახლავთ დერმატო ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და დ.ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტის დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში [...]

ჰიალურონის მჟავა და ფურისულას ზეთი – ბრძოლა ნაოჭებთან და უსიცოცხლო კანთან

ნუტრიკოსმეტიკა მნიშვნელოვანი აღმოჩენაა თავის მოვლის სფეროში და არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც იცი, რომ მტკივნეული პროცედურის ნაცვლად, დღეში 2 აბით ორგანიზმს ამდიდრებ საჭირო ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. სილამაზეზე ზრუნვაც ხომ ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება... ჩვენი მკითხველი ხშირად სვამს კითხვას „ვიადერმის“ შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების და მათი ეფექტის შესახებ, ამიტომ გადავწყვიტეთ, დაწვრილებით მოგიყვეთ მათ შესახებ. ამჯერად ჰიალურონის [...]

რა არის კოლაგენი და როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს მის გამომუშავებაში

ნუტრიკოსმეტიკამ ერთგვარი გადატრიალება მოახდინა თავის მოვლის სფეროში და დაამტკიცა, რომ სილამაზეზე ზრუნვა მართლაც ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება და რომ სხვადასხვა პროცედურებთან ერთად, აუცილებელია მივეხმაროთ ორგანიზმს შიგნიდან. ხშირად მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ გაიმდიდრონ ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებით, მათ შორის კოლაგენით. ეს უკანასკნელი "ვიადერმის" შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი ჯადოსნური ნივთიერებაა, რომელიც მკვრივი, ახალგაზრდა და იდეალური კანის საიდუმლოს წარმოადგენს. ჯადოსნური იმიტომ, [...]

რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს მაკიაჟმა ვარჯიშის დროს

თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ სპორტდარბაზში, აუცილებლად შეამჩნევდით გოგონებს, რომლებიც ვარჯიშის დროსაც ვერ ამბობენ უარს მაკიაჟზე. ცოტამ თუ იცის, რომ სახეზე დატანილმა დეკორატიულმა კოსმეტიკამ (ნებისმიერი დოზით) დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს ჩვენს კანს. ოფლის გამოყოფა ორგანიზმს გადახურებისგან იცავს და სხვადასხვა არასასურველი ნივთიერების გამოდევნაში გვეხმარება. მაკიაჟი კი უბრალოდ ხელს უშლის ამ ნივთიერებების გამოყოფას. მეტიც, ტონალურის ფენის ქვეშ დაგროვილმა [...]

დავით ავაზაშვილი: სირბილის დროს ვენები პიკურ დატვირთვას განიცდიან

სიმძიმე ქვედა კიდურებში, წვის ან ტკივილის შეგრძნება, ფეხების შეშუპება... ეს სიმპტომები მიგვანიშნებს, რომ ვენური დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფში ვართ. როგორც წესი, ტემპერატურის მატებასთან ერთად პრობლემაც მწვავდება. ვენური დაავადებების აღმოცენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორი დიდხანს დგომა/ჯდომა და ჭარბი წონაა. იგი მოსახლეობის 15 %-ს აწუხებს. ვენების ვარიკოზული გაგანიერება არ არის მხოლოდ ტკივილი და დისკომფორტი ქვედა კიდურებში, ეს არის კოსმეტიკური [...]

ნინო სუბელიანი: “სატრენაჟორო დარბაზში დახარჯული დრო გაცილებით მომგებიანია ვიდრე არაჯანსაღი ცხოვრების წესით გამოწვეული პრობლემები”

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავის მოვლა მხოლოდ კარგი მაკიაჟი და ძვირადღირებული კრემები ჰგონიათ. ისეთებიც არსებობენ, ყველანაირ კოსმეტიკურ საშუალებებზე უარს რომ ამბობენ. თუმცა, თავის მოვლა ფართო ცნებაა და კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს. ბევრი ამას კარგად იაზრებს და არც ძვირფასი დროის საკუთარ თავისთვის დახარჯვა ენანება. ნინო სუბელიანი ამ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება. ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობს, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების [...]

მეტი სილამაზის შესახებ