About webadmin

This author has not yet filled in any details.
So far webadmin has created 21 blog entries.

პოსტი მაკიაჟით შეპყრობილებისთვის!

დამოკიდებული ხართ მაკიაჟზე? გიყვართ შეღებვა მაშინაც კი, როცა უბრალოდ სუპერმარკეტში მიდიხართ? ალბათ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ზიანს აყენებთ სახის კანს. ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული კოსმეტიკა, რომლებიც დღეს მაღაზიებში იყიდება, ხელს უშლის კანს სუნთქვაში და უკარგავს მას ჯანსაღ იერს. თუ გსურთ, რომ მაქსიმალურად აირიდოთ თავიდან ყოველდღიური მაკიაჟით ან უხარისხო პროდუქციით გამოწვეული ზიანი, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა! აირჩიეთ [...]

2017-11-08T09:55:43+04:0007.11.2017|კანი|

ვისთვის და რატომ არის “Viaderm Skin” სწორი არჩევანი?!

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს - ეს ფრაზა უცხო არავისთვის არის და ძირითადად ვამბობთ მაშინ, როცა საკუთარ თავს გარკვეულ შეზღუდვებს ვუწესებთ და ამის გამართლებას  სილამაზეზე ზრუნვით ვცდილობთ. დიახ, მას სჭირდება გაფრთხილება, მაგრამ ხშირად ჩვენს მიერ ჩატარებული "ექსპერიმენტები" სულაც არ არის მისი შენარჩუნებისკენ მიმართული. მთავარი არ არის სწრაფი ეფექტი, მთავარი შედეგია, რომელიც ხანგრძლივობით იზომება. სილამაზეზე შენშია! კანის დაბერებას [...]

ტატა ტყებუჩავა: ნებისმიერ დროს, ყველაზე ტრენდული სწორედ მოვლილი სახის კანია!

მაკიაჟი ხელოვნებაა. ის ზოგჯერ სრულიადნ ცვლის ადამიანს, ეხმარება ნაკლის დაფარვაში და სწორი აქცენტების გაკეთებაში. ეს მიმართულება დღითი-დღე ვითარდება და იხვეწება. რაც დრო გადის, იცვლება საზოგადოების გემოვნებაც. ზოგჯერ რთულია სწორი არჩევანის გაკეთება, საჭირო ფერებისა და სტილის მიგნება. საბედნიეროდ, ამისათვის არსებობენ პროფესიონალები, რომლებიც ერთი შეხედვით ხვდებიან, რა სჭირდება თქვენს სახეს. სილამაზის სალონების ქსელ "ნატალის" ვიზაჟისტი, ტატა ტყებუჩავა [...]

2017-06-24T20:21:41+04:0024.06.2017|ტრენდები|

გიორგი ხიდიროვი 2017 წლის ტრენდებზე: “ეცადეთ, თმა მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურებოდეს!”

არსებობს მოსაზრება, რომ გარეგნობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის შემდეგ ადამიანი "რესტარტდება" - უმჯობესდება განწყობა და თვითშეფასება. ვათვალიერებთ სხვადასხვა ვებგვერდებს, ვაკვირდებით ვარსკვლავებს და ვცდილობთ, ჩვენს სტილს მივაგნოთ... თუმცა, ხშირად, არ გვყოფნის გამბედაობაცვლილებებისთვის. სილამაზის ბლოგმა გადაწყვიტა პროფესიონალისთვის მიემართა. ჩვენს ბლოგს სილამაზის სალონების ქსელ "ნატალის" არტ დირექტორი, გიორგი ხიდიროვი ესაუბრა. გიორგი, როგორი სტილის ვარცხნილობაა ტრენდული? ამჟამად ტრენდულია საშუალო სიგრძის [...]

2017-06-23T12:27:17+04:0023.06.2017|ტრენდები|

ვისთვის და რატომ არის “Viaderm Complete” სწორი არჩევანი?!

სილამაზეზე ზრუნვა იწყება სხეულის ჯანმრთელობაზე ზრუნვით - სწორედ ამ მიდგომაზე არის დაფუძნებული ნუტრიკოსმეტიკის შექმნის იდეაც.  ძველ ეგვიპტეში საკვებს ხშირად გამოიყენებდნენ ისეთ პრობლემებთან საბრძოლველად, როგორიც არის მაგალითად აკნე, დერმატიტი, კანის სიმშრალე, გამონაყარი, თმის ცვენა და სხვა ბევრი გარეგნობასთან, სილამაზესთან დაკავშირებული პრობლემა. ნუტრიკოსმეტიკის ინდუსტრია სულ უფრო ვითარდება, ძალიან პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში და ახლა უკვე საქართველოშიც იმკვიდრებს [...]

ის რაც აქამდე არ იცოდით – რა შედეგები დაფიქსირდა www.makechoice.ge-ზე

www.makechoice.ge-ზე განთავსებული სპეციალური ტესტი "სილამაზის ექსპერტი" უკვე 27 000-ზე მეტმა მომხმარებელმა შეავსო. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, გთავაზობთ სტატისტიკას, რომელიც გაგვაცნობს კანის, თმისა და ფრჩხილების მიმართულებით ყველაზე გავრცელებულ პრობლემებსა და თავის მოვლასთან დაკავშირებით ყველაზე პოპულარულ საშუალებებს. შეგახსენებთ, რომ ბლოგზე განთავსებული ტესტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, განსაზვროს მისი კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობა და მიიღოს რჩევები, თუ როგორ მოუაროს [...]

ანა ზუბაშვილი: მაკიაჟით დაძინება ჩემთვის წარმოუდგენელია!

ანა ზუბაშვილი 20 წლის ასაკში მის საქართველო გახდა. მას მერე არაერთი გადაღებისა და ჩვენების მონაწილე იყო. დატვირთულ დღის რეჟიმს და ყოველდღიურ მძიმე მაკიაჟს ანა საკუთარი მეთოდებით უმკლავდება. გარდა ამისა, არ ავიწყდება, რომ სილამაზეზე ზრუნვა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება და ცდილობს, ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებით მოამარაგოს, იმისთვის რომ დიდხანს შეინარჩუნოს უნაკლო კანი, ჯანსაღი თმა და ლამაზი ფრჩხილები. ანა, [...]

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები

მსოფლიოში დაახლოებით 300 მილიონ ადამიანს აქვს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, მაგრამ ითვლება, რომ მათგან ნახევარზე მეტმა არ იცის ამის შესახებ. ფარისებრ ჯირკვალს პეპლის ფორმა აქვს და ტრაქეის წინ მდებარეობს. იგი ნივთიერებათა ცვლის მთავარი რეგულატორია. ფარისებრი ჯირკვალი მჭიდრო კავშირშია და აქტიურად მუშაობს თავის ტვინის 2 ნაწილთან. პრობლემები აღმოცენდება მაშინ, როდესაც ის ვერ უზრუნველყოფს სისხლში ჰორმონების აუცილებელი რაოდენობის [...]

სერგო დადაშიანი: სახის გაწმენდა რეკომენდებული არ არის

ნუტრიკოსმეტიკა "ვიადერმი" თავისი ოფიციალური ფეისბუქ გვერდის დახმარებით მომხმარებელს პერიოდულად შესთავაზებს ონლაინ კონსულტაციებს, სადაც თავის მოვლასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე სფეროს ექსპერტები ისაუბრებენ. პირველ ონლაინ ეთერს (facebook live) კლინიკების "ავერსისა" და "აირმედის" დერმატო-ვენეროლოგი სერგო დადაშიანი უძღვებოდა. www.makechoice.ge ჩანაწერს ინტერვიუს სახით გთავაზობთ. როგორ ვუმკურნალოთ ოქროსფერ სტაფილოკოკს? ეს არის ფლორა, რომელიც ნებისმიერ ანთებით პროცესს ახლავს თან. შესაბამისად, მისი განკურნება [...]

ქეთევან ასათიანი: “პირველ რიგში ჭარბი კილოგრამების გამომწვევ მიზეზს უნდა მივაკვლიოთ და ამის შესაბამისად შევადგინოთ კვების ინდივიდუალური რაციონი”

ჭარბი წონა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. სიმსუქნეს ხშირად დაავადებასაც უწოდებენ. ორგანიზმის გენეტიკური და ფსიქოლოგიური განწყობა, ცხოვრების წესი, კვების რაციონი - ჭარბწონიანობის განმაპირობებელი ფაქტორების არასრული ჩამონათვალია. მასთან ბრძოლას ვიწყებთ ყოველი თვის პირველ რიცხვში, ყოველ ორშაბათს, ყოველ დილას... ხშირად, ეს გადაწყვეტილება გვეხმარება, რომ საღამოს უბრალოდ მშვიდად, გემრიელად მივირთვათ - მიღებული კალორიების მეორე დღეს მოშორების იმედით. თვითნებური [...]

მეტი სილამაზის შესახებ