ბლოგის შესახებ2017-06-06T08:56:03+04:00

ბლოგი სილამაზის შესახებ “ვიადერმის” საჩუქარი და შესაძლებლობაა ყველასთვის, ვისაც სურს იპოვოს სილამაზის მარტივი ფორმულა, რომელიც სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: უნაკლო კანი, ჯანსაღი თმა და მტკიცე ფრჩხილები. ჩვენი მიზანია დავამსხვრიოთ სტერეოტიპი “სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.” სინამდვილეში ეს ასე სულაც არ არის, გამოვიყურებოდეთ კარგად, ეს ჩვენი არჩევანია.

ის რაც აქამდე იცოდით და გეგონათ, შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს სიმართლე. ჩვენ შევეცდენით მარტივად და გასაგებად მოგაწოდოთ თავის მოვლასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, გაგიზიაროთ პროფესიონალებისგან მიღებული ინფორმაცია, გაგაცნოთ უახლესი ტენდენციები და მიდგომები, რაც დამკვიდრებულია ევროპასა და ამერიკაში და აპრობირებულ მეთოდად ითვლება.

ბლოგზე ინტეგრირებულია სპეციალური ტესტი “სილამაზის ექსპერტი.” იგი მაქსიმალურად ზუსტ რეკომენდაციებს გასცემს, რადგან მის შედგენაზე გამოცდილმა კონსულტანტებმა და დერმატოლოგების ჯგუფმა იმუშავეს. მისი საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, რა ტიპის კანი, თმა და ფრჩხილები გაქვთ და როგორ მოუაროთ მათ.

იმედი გვაქვს, ბლოგი თქვენთვის სილამაზის ექსპერტად იქცევა და ყოველთვის შეძლებს საჭირო ინფორმაციის მოწოდებას.
დარჩით ჩვენთან და გახსოვდეთ, რომ სილამაზეზე ზრუნვა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება.